ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებით ბიზნესმა 1 მილიონ ლარამდე დაზოგა

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებით ბიზნესმა 1 მილიონ ლარამდე დაზოგა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ტარიფების ახალი მეთოდოლოგიით გადათვლის შემდეგ, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტარიფი კომერციული მომხმარებლებისთვის მაღალ და დაბალ ძაბვაზე, დაახლოებით 0.07 თეთრის ფარგლებში, ხოლო საშუალო ძაბვაზე – 1.25 თეთრით შემცირდა.
შემცირებული ტარიფით ბიზნესი 1-ელი სექტემბრიდან სარგებლობს და ერთ თვეში კომერციული ტარიფის შემცირებით საქართველოს რეგიონებში კერძო სექტორმა დაახლოებით 1 მილიონი ლარი უკვე დაზოგა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, მათთვის, ვინც თვეში 0-დან – 300 კლვტ სააათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 2013 წლის პირველი იანვარს ერთხელ 21-27%-ით უკვე შემცირდა. 2013 წლის პირველ მარტს 5 თეთრით გაიაფდა ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურიც. ტარიფების შემცირებით ჯამში საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად ათობით მილიონ ლარს ზოგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები