ამაღამ შემაშფოთებელი ესკალაცია შეინიშნება. რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრაციის დაწყებიდან მალევე დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის თქმით, ეს სიტყვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე თავდასხმაა.
“ამაღამ შემაშფოთებელი ესკალაცია შეინიშნება. რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრაციის დაწყებიდან მალევე დაიწყო. ეს სიტყვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე თავდასხმაა – ძირითადი უფლებები დარღვეულია, იმაზე რომ არაფერი ვთქვა, როგორ აკავებენ ადამიანებს და როგორ ექცევიან დაკავების შემდეგ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.