ირაკლი ზარქუა: 4 უსამშობლო პარტია ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“ – ამასთან დაკავშირებით, იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული – ზუსტად იმ სცენარით მიდიან

4 უსამშობლო პარტია ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“. ამასთან დაკავშირებით, იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული – ზუსტად იმ სცენარით მიდიან, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ეს არის 4 უსამშობლო პარტია, რომელიც ცდილობს, აქ მოგვიწყოს „ნაცმაედანი“. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, მაკკეინის ინსტიტუტს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გამოქვეყნებული – ზუსტად იმ სცენარით მიდიან. ისინი ანგარიშვალდებული არიან მათ წინაშე, ვინც ჩართული არიან, აქ ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ. ამასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა ჩვენმა პრემიერმა, რომ აქ აქვთ ბოლო გაფართხალება – როგორმე ქაოსში შეიყვანონ ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები