რუსთაველზე, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

რუსთაველზე, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “საქართველო”.

მანამდე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები