ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული რამდენიმე ე.წ. “ოპოზიციონერის” საქმე ე.წ. სასამართლოში შევიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან მომხდარი ჩხუბისთვის დაკავებული “ოპოზიციონერების” საქმეები ე.წ. სასამართლოში გადავიდა,- ამის შესახებ “რია ნოვოსტი” წერს.

პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კოდორის ხიდზე მოძრაობის განბლოკვა მოახერხეს.

მანამდე „ძალოვანი უწყებების“ წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხიდთან დაპირისპირება მოხდა.

ამ დროისთვის სოხუმის სამი ხიდიდან დაბლოკილი გუმისთას ზედა და ქვედა ხიდები რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები