მარნეულში 2 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა
ტრაგედია მოხდა მარნეულში – 2 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვი ბებიასთან იყო, რა დროსაც სამშენებლო მასალა დაეცა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.