მექსიკის ცენტრალურ შტატ კერეტაროში, ბარში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა, – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
შტატის გენერალური პროკურატურის ცნობით, 4 მსროლელი ბარში შეიჭრა და 7 კაცი და 3 ქალი მოკლა.
ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ ამ დროისთვის ერთი ადამიანი დააკავა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
„კერეტაროს ხალხს ვუმეორებ, რომ ისინი, ვინც ამ დაუნდობელ ქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი, დაისჯებიან, გავაგრძელებთ ჩვენი საზღვრების ჩაკეტვასა და ჩვენი შტატის უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, – წერს კერეტაროს გუბერნატორი, მაურიციო კური X-ზე.
როგორც წესი, კერეტარო მექსიკაში ნაკლებად სახიფათო ადგილად მიიჩნევა, სადაც ძალადობრივი დანაშაულები ხშირი არ არის.