თბილისში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თბილისში, ორთაჭალაში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტზე სატვირთო მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.