რატი იონათამიშვილი: თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში

მმართველი გუნდის წევრის,

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანი ცესკოს მონაცემებში აისახა.

“მთელ ამ პროცესში ჩართული იყო, როგორც რადიკალური ოპოზიცია ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლები. მათ შორის დეტალურ დონეზეც, ისეთ დონეზე რომ მასალაც კი დაკვირვების ქვეშ იყო რა მასალაზეც იბეჭდებოდა ბიულეტენი.

უკვე ჩატარებული იყო საპილოტე დონეზე არაერთი ელექტრონული არჩევნები, მსგავს საკითხებზე მაშინ არაფერი უთქვამთ, აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნური.

მით უმეტეს არსებობს წინასაარჩევნო შეფასებები მათ შორის, ეუთო/ოდირის. სადმე ეს საკითხი წინასაარჩევნო შეფასებაში ჩანს? წერია?- არა.

სინამდვილე რა არის? – თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში,“- აცხადებს რატი იონათამიშვილი ,,რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები