“დროა, სახალხო დამცველმაც ამოიღოს ხმა, ოღონდ საჯარო განცხადებას ვითხოვ მე მისგან” – თამარ კორძაია
“მე მინდა, მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და ვკითხო, საჯაროდ მიპასუხოს, დაირღვა თუ არაა კენჭისყრის ფარულობა ქვეყანაში და დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით აღიარებული, ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლება”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
მან ომბუდსმენს განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდა.
“დროა, სახალხო დამცველმაც ამოიღოს ხმა, ოღონდ საჯარო განცხადებას ვითხოვ მე მისგან”, – აღნიშნა კორძაიამ.