ვიქტორ ორბანი: შვედეთის პრემიერი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს – ცხადია, ვაშინგტონმა დაავალა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.

ორბანი ამბობს, რომ კრისტერსონი ამას შეერთებული შტატების დავალებით აკეთებს.

„შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს. ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა. რა სამწუხაროა“, – წერს ორბანი X-ზე.

ინფორმაციისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ვიქტორ ორბანის კომენტართან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალი და დემოკრატიული“ იყო, განაცხადა, რომ ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები