“პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს პროკურატურის შეეშინდა, ვერ მივიდოდა და ვერ იტყოდა, გაყალბების აღქმა მაქვსო” – მაჭარაშვილი
“პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს პროკურატურის შეეშინდა, ვერ მივიდოდა და ვერ იტყოდა, გაყალბების აღქმა მაქვსო, თენგო გეტყვითო. პროკურატურაში ეს მტკიცებულებად არ გამოდგებოდა, ამიტომაც ვერ მივიდა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არც ზურაბიშვილს და არც რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ ექნებოდათ, გამოგონილი აღქმებით დაიწყებდნენ მობილიზებას, რომ როგორმე ხალხი გამოეყვანათ. ახლა, როდესაც ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და უთხრა, მიბრძანდით და მიიტანეთ მტკიცებულებებიო, პრეზიდენტად წოდებულმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ იქ ვერ მივა, რადგან ვერც განცხადებებში და ვერც საჯარო სივრცეში ვერანაირი მტკიცებულება ვერ მიიტანა. პროკურატურის შეეშინდა, იქ ხომ ვერ მივიდოდა და ვერ იტყოდა, გაყალბების აღქმა მაქვსო, თენგო გეტყვითო, რწმენა მაქვს ასეთიო. პროკურატურაში ეს მტკიცებულებად არ გამოდგებოდა, ამიტომაც ვერ მივიდა და არ აპირებს მისვლას ზურაბიშვილი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.