შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმე თენგოსა და ბატონი გეგელიას ტოპტვინების იმედად არის, ეს მათი დიდი შეცდომაა, ეს შეცდომა არაერთხელ დაუშვიათ ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს
ვიღაცას არ მოეწონა, ქართველი ხალხის არჩევანი რაც არის, ან უნდა გადაგვასახლონ ქართველი ხალხი აქედან და დანიშნონ ის, ვინც უნდათ, ან უნდა შეეგუონ ამ არჩევანს,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ვხედავთ, რომ არის გარკვეული ინსინუაციები ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იკვებება მათ შორის საგარეო განცხადებებით, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველ ამომრჩეველზე, რათა წაართვან მათ არჩევანის უფლება. ვიღაცას არ მოეწონა, ქართველი ხალხის არჩევანი რაც არის და ან უნდა გადაგვასახლონ ქართველი ხალხი აქედან და დანიშნონ ის, ვინც უნდათ, ან უნდა შეეგუონ ამ არჩევანს. ამ დილემაშია ახლა ბევრი, როგორც ჩვენ ვაკვირდებით. მაგრამ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და ამ არჩევანს უნდა მიჰყვნენ. ბოლო პერიოდში ვნახეთ უკვე კომიკურ დონეზე დასული ბატონი თენგო და გუშინ ბატონი გრიგოლიც ვნახეთ, რომელიც ტოპტვინებთან, ტოპ აიტისპეციალისტებთან ერთად ტოპანალიზს აკეთებს. ეს ხომ სირცხვილია უკვე და ამ ხალხის იმედად არიან მათ შორის ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომელიც ადრეც გაუკეთებიათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.