“ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასებისას დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნას.
სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას – ხომ არ არის სურვილი, მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას – ხომ არ არის სურვილი, მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს ამ დასკვნის გვერდის ავლა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი ენჯეოების მხრიდან მომზადებული, რომლებზეც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე.
ეუთო/ოდირმა თავის ანგარიშში, წერილობითად და ზეპირად, ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის მკაფიო დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის, ევროკავშირი, იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.