კახა კახიშვილი: ეს კამპანია დიდი ხნის დაწყებულია, გახსოვთ, 2003 წლიდან 2012 წლამდე, როდესაც ვინმე გამოდიოდა აქციაზე იმ დროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველას ნათლავდნენ რუსეთის აგენტად

ეს კამპანია დიდი ხნის დაწყებულია, არ არის ახალი განცხადებები. გახსოვთ, 2003 წლიდან 2012 წლამდე, როდესაც ვინმე გამოდიოდა აქციაზე იმ დროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველას ნათლავდნენ რუსეთის აგენტად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში რადიკალების განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნარატივი რადიკალების მხრიდან, რომლებიც ახლა უკვე ოპოზიციაში არიან გაგრძელდა და მათი უკვე არავის სჯერა.

„როგორ შეიძლება რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი იყო ადამიანი და ვიზალიბერალიზაციაზე გემუშავა? ეს ხომ ისე არ არის, ლამაზი თვალებისთვის არავინ არაფერს გიკეთებს. სანამ საქართველო მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას იმდენი დავალება ჰქონდა შესასრულებელი, რომ როგორმე გაწელავდა, როგორც თავის დროზე წელავდნენ და ვიზალიბერალიზაცია არ შედგებოდა.

დღეს როდესაც ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იცი რა, მე ქუთაისიდან 50 ევროდ მივფრინავ ნიცაში და ა.შ. თითო რეისი არის დოტაციური. თითო რეისში, რომ მოქალაქეს 50 ევრო დაუჯდეს ბილეთი, საქართველოს მთავრობა დამატებით უხდის ავიაკომპანიას ფულს იმისთვის, რომ მან განახორციელოს ფრენა ამ იაფი ფასებით“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები