“გუშინ მქონდა ამერიკაში ჩვენს მხარდამჭერებთან საუბარი და საოცარი ზეწოლა, ბულინგი და დაშინებები მიდის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
“აგროვებენ სიებს, ვინ იყვნენ “ქართული ოცნების ” მხარდამჭერები, აშავებენ საჯაროდ, დასდევენ მათ შვილებს, აპირებენ, რომ საჩივრები შეიტანონ ამერიკის ხელისუფლებაში და საოცარი მექანიზმები აქვს იმის, ადამიანები, თავისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, როგორ დაჩაგრონ, გააუბედურონ და გააწამონ. რომც ვიცოდე, ადამიანს სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს მისი უფლებაა და ამ უფლებას ჩვენ ვიცავთ ყველას შემთხვევაში.
პროცესი თავიდანვე ცნობილი იყო – როგორ უნდა ჩატარებული არჩევნები, ეს ელექტრონული აპარატურა, ტრენინგები, ყველაფერი ნათელი და გამჭვირვალე იყო. ან სრულიად უგონოები არიან, რომ ამ ყველაფერზე იქამდე არანაირი კითხვის ნიშნები არ ჰქონდათ, ან, რაც რეალურად სიმართლეა, მატყუარები არიან და ამომრჩევლების ხმების ფეხქვეშ გათელვას აპირებენ”, – განმარტა დეპუტატმა.