ირაკლი ჭეიშვილი: ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში, ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით, მეორე ადგილზე მყოფ “ნაცმოძრაობას” მოვუგეთ 33 700 ხმით – ამის შემდეგ რომ იტყვით, არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი

“ქართული ოცნების” აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე ოპოზიციურ პარტიას დაახლოებით 6 000 ხმით, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” 33 700 ხმით მოუგო.

“ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა.

პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში მიიღო 39 859 ხმა.

4- 10 684
5 – 11 879
9 – 7 011
25 – 10 285

ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუგეთ 33 700 ხმით.

ამის შემდეგ რომ იტყვით, არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი. სინდისი გეყოთ და აღიარეთ შედეგები”, – წერს ირაკლი ჭეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები