ამოიღეს, თუ არა ინტერპოლის დავალებით ბავშვთა პორნოგრაფია „კავკასუსიდან“ – კომპანიის განმარტება

„კავკასუს ონლაინში“ არ იციან, თუ რა არის განთავსებული სერვერებზე, რომელიც მათი ოფისიდან ამოიღეს, ასე ეხმაურებიან სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ პრესსამსახურში „კვირასთან“ საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერპოლის სათაო ოფისის შეტყობინების საფუძველზე, კრიმინალურმა პოლიციამ სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ოფისიდან სერვერები ამოიღო, რომლებზეც განთავსებული იყო დიდი რაოდენობით ბავშვთა პორნოგრაფიული მასალები.
მათივე განმარტებით, „კავკასუს ონლაინი“ მომხმარებელს აძელვს ფართს სერვერის განთავსებისთვის, ამის იქით კი კომპანიის პასუხისმგებლობა მთავრდება, რადგან მათ არ იციან, თუ რა მასალაა განთავსებული სერვერზე. „სერვერებზე რა არის კომპანიაში არავინ არ იცის. ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი. როდესაც მომხმარებელი მოდის და ჩვენთან სერვერს ათავსებს, ჩვენ მას უბრალოდ ვაძლევთ ფართს, სადაც უნდა დადოს ეს თავისი სერვერები. იმის იქით ჩვენი პასუხისმგებლო მთავრდება. არ ვიცით იქ რა დევს. ფიზიკურად ჩვენთან უბრალოდ სერვერი დევს. გამოძიება რაზეა ან სერვერზე რა იყო ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი“, – განუცხადეს „კვირას“ „კავკასუს ონლაინის“ პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ კომპანია მათ სერვერებზე განთავსებული მასალის შინაარსზე პასუხს არ აგებს. იმ შემთხვევაში, თუ სერვერზე რაიმე სახის უკანონო მასალა აღმოჩნდა, პასუხისმგბელი ვინ არის „კავკასუს ონლაინისთვის“ უცნობია. „პასუხისმგებელი ვინ არის არ ვიცით. ჩვენ ხელშეკრულებაშიც გვაქვს, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმაზე რა არის განთავსებული სერვერზე. ჩვენ მომხმარებელს უბრალოდ ფართს, ოთახს ვაძლევთ, რომ დადოს თავისი სერვერი“, – განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში. “კომპანიაში კრიმინალური პოლიციის შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება “კავკასუს ონლაინშიც” გაკეთდა. როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, “კავკასუს ონლაინი” სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციას და დღეს სწორედ ამ მოთხოვნის შესრულება მოხდა. „კავკასუს ონლაინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 1 ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, კავკასუს ონლაინის, ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთრთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე“, – განაცხადეს კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები