ნინო ბურჯანაძე გერმანიის ხელისუფლებას და გერმანელ ხალხს ქვეყნის გაერთიანების დღეს ულოცავს

ნინო ბურჯანაძე და “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” გერმანიის ხელისუფლებას და გერმანელ ხალხს ქვეყნის გაერთიანების დღეს ულოცავს.
“3 ოქტომბერი – ეს არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხის, არამედ კაცობრიობის დემოკრატიული განვითარებისა და მშვიდობისათვის ბრძოლის ნათელი მაგალითი. ეს არის თარიღი თავისუფლებისა და ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისა. საქართველო ამაყობს იმით, რომ ბერლინის კედლის აღებაში წვლილი ჩვენს ქვეყანასაც მიუძღვის. საქართველო მთელი თავისი არსებობის მანძილზე იბრძოდა და დღესაც იბრძვის თავისუფლებისათვის, ქვეყნის გაერთიანებისათვის. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა ორადაა გაყოფილი მავთულხლართებით და ჩვენთვის მით უფრო გასაგები და ახლოა ის სიხარული, რომელსაც დღეს გერმანელი ხალხი განიცდის. საქართველოს მოსახლეობა უერთდება გერმანელი ხალხის სიხარულს და იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც და ასევე მთელს მსოფლიოში გაქრება და აღარასოდეს აღიმართება კედლები, რომლებიც ხალხს ორად გაყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები