რაულ ხაჯიმბა ენგურზე გადაადგილების შეზღუდვას გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ენგურზე ექვსი „გამშვები პუნქტის“ ნაცვლად ერთი დარჩება. ამის მიზეზად ხაჯიმბამ სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოება დაასახელა. შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში 4 საფეხმავლო და ერთი საავტომობილო გზა 2013 წლის მაისში გაიხსნა. გალის რაიონის მცხოვრებლებს გადაადგილებაზე თანხმობის მისაღებად აფხაზური ან საბჭოთა პასპორტები სჭირდებათ.