ოსური მედია: საქართველოში კანონიერი ქურდები ბრუნდებიან

საქართველო შიდა პრობლემებს მეზობლების წინააღმდეგ ავანტიურების საშუალებით აგვარებს, მარგველაშვილის და ღარიბაშვილის განცხადებები მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ კი „ბანალურ პოპულიზმთანაა“ ახლოს. ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ექსპერტმა იური ვაზაგოვმა გააკეთა, – წერს სამხრეთ ოსეთის პრესა. „უკრაინის, პირველ რიგში, კი მისი სამხრეთ ნაწილის მოსახლეობამ, სადაც ფაქტიურად გენოციდი მოხდა, საკუთარ თავზე სრულად განიცადა ევროკავშირთან ასოცირების „სარგებელი“. იქ დღემდეა მშვიდობიანი მოქალაქეების ასობით გვამია წამების ნიშნებით. ეს იმის შედეგია, რომ უკრაინას აიძულეს არჩევანი ორი გეოპოლიტიკური პოლიუსის შორის გაეკეთებინა“, – აცხადებს ექსპერტი.
იური ვაზაგოვის თქმით, პრობლემატურია იმის თქმა, რომ ეს შეთანხმებები და საქართველოს შემდგომი დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რაიმე სარგებელს მოუტანს.
ამის მაგივრად ვაზაგოვი საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას და ქართული მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას ურჩევს. ექსპერტის აზრით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პირდაპირ რუსეთში, და არა ევროპაში ექსპორთანაა დაკავშირებული.
„რაღაც ჰიპოტეტური სარგებელის დაპირების მაგივრად ჯობია, რომ მარგველაშვილი და ღარიბაშვილი საკუთარი მოვალეობების, უფრო ეფექტურ შესრულებაზე დაფიქრდნენ და საქართველოს შიგნით ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას შეუდგნენ“, – აცხადებს ვაგაზოვი. მან ასევე აღნიშნა, რომ „სოციალურ-პოლიტიკური ვითარება სამხრეთ ოსეთში უფრო სტაბილურია, ვიდრე საქართველოში, სადაც ფაქტიურად ძველი წესრიგისკენ დაბრუნება ხდება, კანონიერი ქურდები ბრუნდებიან, მათი გავლენა ძლიერდება, ექსპრეზიდენტის მომხრეებთან ჭიდილი კი საჯარო ცემა-ტყეპად გადაიქცევა“. „თუ საქართველოში სიტუაციის სტაბილიზირება არ მოხდება, მორიგი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საფრთხეს მთელ რეგიონს შეუქმნის, გარდაუვალია. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება მიჩვეულია შიდა პრობლემები მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მორიგი ავანტიურების ორგანიზებით მოაგვაროს“, – განაცხადა ვაზაგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები