26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებით ძალებს შეიყვანენ

უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გალის რაიონში უშიშროების ძალების დამატებითი ნაწილებს შეიყვანენ,- ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოლუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას განაპირობებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, ყველანაირი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ვითარება კი მშვიდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები