თინა ხიდაშელი ევროსაბჭოს რეზოლუციას ნეგატიურად მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ევროსაბჭოს რეზოლუციას ნეგატიურს უწოდებს.
მისი განმარტებით, როცა მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რაღაც რჩევას გვაძლევს, ეს დაფიქრების საშუალებას იძლევა.
“რეზოლუცია არის ძალიან ნეგატიური. მე შემიძლია გითხრათ, არა მხოლოდ კრიტიკული, არამედ ნეგატიურია. ნამდვილად დაფიქრების საშუალებას გაძლევს, როდესაც მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად გვერდში გიდგას, რაღაცა რჩევას გაძლევს. რჩევები იმისია, რომ რაღაცას ეთანხმები და რაღაცას არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სირაქლემას პოზაში უნდა დავდგეთ და თვალები დავხუჭოთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები