საქართველომ ყველა თქვენი რეკომენდაცია შეასრულა, სამაგიეროდ ტერიტორიები დაკარგა – აზერბაიჯანის კრიტიკა ევროსაბჭოს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დაწყებული დისკუსიის დროს გამოთქმული ბრალდებები, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევს, აზერებაიჯანის დელეგაციის მეთაურის სამედ სეიდოვის აღელვების მიზეზი გხდა.
სეიდოვმა ევროსაბჭოს კრიტიკისაგან თავშეკავება და ამ ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებში საკუთარ იმიჯზე დაფიქრებისაკენ მოუწოდა.
აღნიშნულ კონტექსტში აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაურმა საქართველოს მაგალითი მოიყვანა.|
„თქვენ ამბობთ, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია, მე კი გეტყვით, რომ არადამაკმაყოფილებელი სწორედ თქვენი მოქმედებაა… განა ევროსაბჭომ არ მისცა რეკომენდაციები საქართველოს სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით? საქართველომ ყველაფერი გააკეთა, შეასრულა ის, რასაც ითხოვდით, საერთო ჯამში კი ტერიტორიები დაკარგა… უკრაინამაც ყველა თქვენი რეკომენდაცია შეასრულა, ამის სანაცვლოდ კი უბედურებაში აღმოჩნდა, დაკარგა ტერიტორია და ათასობით ადამიანის სიცოცხლე… იგივე შეიძლება ითქვას მოლდოვასთან დაკავშირებითაც”. „იბადება კითხვა: რატომ გგონიათ, რომ აზერბაიჯანთან მიმართებით თქვენი რეკომენდაციები წარმატებულ შედეგამდე მიგვიყვანს? შეიძლება თქვენ თვითონ არასწორად მსჯელობთ? კარგი იქნებოდა, რომ იმაზე დაფიქრებულიყავით, თუ როგორი იმიჯი აქვს ევროსაბჭოს წევრ-სახელმწიფოებს შორის”, – აღნიშნა აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები