აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა რუხში, პრემიერთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს დათვალიერებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვის გამო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა წინადადებით, რომ ჩაატარონ მათ დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტივე პოლიკლინიკის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, რათა კიდევ უფრო მოძლიერდეს ეს სფერო და პოლიკლინიკებმა მეტი ბენეფიციარის მომსახურება შეძლონ.

რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ახალი ტექნიკური აღჭურვილობა მათთან ბმის და კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთ-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ემსახურება არამხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები