გიორგი პაპუაშვილი იაპონიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით დღეს იაპონიას ეწვია. დღესვე შედგა შეხვედრა იაპონიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ტერადა იცუროსთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი პაპუაშვილმა და ტერადა იცურომ საქართველოში დანერგილ ევროპულ სასამართლო სისტემაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებზე, მუშაობის სპეციფიკასა და კომპეტენციის სფეროებზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო იაპონიაში სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირების თავისებურებებს, საქართველოსა და იაპონიის სასამართლო სისტემის მსგავსებასა და განსხვავებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით ტერადა იცუროს საქართველოში შესაძლო ვიზიტს. გიორგი პაპუაშვილის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები იაპონიის იუსტიციის მინისტრ მიდორი მაცუშიმასთან, მთავრობის სხვა წევრებთან, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის შეხვედრა იაპონიის წამყვან კვლევით ინსტიტუტ „გლობალ ფორუმში”, სადაც გიორგი პაპუაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას ევროპულ სამართლებრივ სისტემასა და საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. ლექციის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები