ირაკლი ღარიბაშვილი: ბოკერია წლების განმავლობაში მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ატყუებდა

ბოკერია წლების განმავლობაში მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ატყუებდა და ყველაზე მეტად ამორალურ საქმეს ემსახურებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის სიმართლე და ორი წლის წინ “ნაციონალურ მოძრაობას” განაჩენი გამოუტანა.
“დღეს გამოდიან მთავარი სიცრუის გამხმოვანებლები, მოვისმინე იგივე ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის – ბოკერიას განცხადებები. ბოკერია ერთ-ერთი მთავარი პიროვნებაა, რომელიც წლების განმავლობაში ატყუებდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. ის ყველაზე მეტად დიდ ამორალურ საქმეს ემსახურებოდა, ანუ რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს – ციხეებში პატიმრების გაუპატიურება, წამება, ლენინის მეთოდებით – ამ ყველაფრის შეფუთვა და გასუფთავება, ბოდიშით
და, “გაპრავება” ევალებოდა ბოკერიას. დღეს გამოდიან ეს ადამიანები, ჭკუას ასწავლიან მოსახლეობას და ეუბნებიან, რომ რაღაც სასწაულ რეზოლუციას მიაღწიეს. არაფრისთვის არ მიუღწევიათ. ეს ადამიანები ებრძვიან სახელმწიფოს, ებრძვიან საკუთარ მოსახლეობას და აგრძელებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეწყვიტონ საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა.
„რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დამაზიანებელი, მავნებლური საქმიანობა. ამით ჩვენ არაფერს გვაკლებენ რეალურად, მაგრამ ისინი აზიანებენ ჩვენს სახელმწიფოს, მოსახლეობას ძაბავენ, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები