ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუციაში ბაჩო ახალაიას შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შესახებ წინასწარ პატიმრობაში დაყოვნების შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანი წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს. ღარიბაშვილმა რეზულუციას “პარტიების რეზოლუცია” უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ხატავს სურათს, თითქოს ეს არის ევროპის საბჭოს მოწოდება.
“მე კიდევ გიმეორებთ, არც ერთ პროცესს არ დაუტოვებია პასუხგაუცემელი კითხვა. თუნდაც ახალაიას საქმეში პროკურატურა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, გამჭვირვალედ მიმდინარეობს გამოძიება და მე შეგახსენებთ, რომ ახალაია არის ბრალდებული ისეთ მძიმე დანაშაულებში, როგორიცაა ადამიანის წამება და არა მხოლოდ ეგ საქმე. ეს არის მსოფლიო სტანდარტი და მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ, რომ როდესაც ადამიანი არის ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულებში, ის უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში და ეს არ არის მხოლოდ ერთი საქმე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ახალაიას დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მიესაჯა პატიმრობა, უბრალოდ ის შეიწყალა სააკაშვილმა. ასე რომ, ეს ჩანაწერი – 9 თვე, გადაცდა, არ გადაცდა – რა თქმა უნდა, ეს არის ისევ “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა და EPP-ის სოლიდარობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები