„ვინც რეზოლუციასხმა მისცა, ცოტა ხნით მაინც უნდა ეცხოვრა სააკაშვილისა და ახალაიას საქართველოში!“

„ვინც ევროსაბჭოს რეზოლუციას ხმა მისცა, ცოტა ხანი მაინც უნდა ეცხოვრათ სააკაშვილის და ახალაიას საქართველოში, რადგან უფრო რეალისტური სურათი შეექმნებოდათ”, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ დოლიძე ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის იმ პუნქტებს, რომელიც ბაჩო ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილს ეხებათ.
როგორც დოლიძე ამბობს, ხელისუფლებას ბევრი მუშაობა მოუწევს იმის დასამტკიცებლად, რომ რეზოლუციაში ჩაწერილი რამდენიმე პუნქტი რეალობასთან ახლოს არაა.
„ევროსაბჭოს რეზოლუციაში ბევრი პუნქტია, რომელიც პროგრესზე მეტყველებს სხვადასხვა მიმართულებით; მათ შორისაა: დემოკრატიული პროცესების განვითარება, პარლამენტის როლის გაძლიერება, არჩევნები და ა.შ. რაც შეეხება ორ პუნქტს სააკაშვილთან და ახალაიასთან მიმართებაში, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები. ეს რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ იმ მხრივ, რომ ის პროცესები, რაც დაწყებულია, რაც შეიძლება დროზე უნდა დასრულდეს, რომ ყველაფერს პასუხები გაეცეს. უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ, მაგრამ ახალაია რომ დამნაშავეა, ეს ყველამ იცის. რაკი ასეა, ჩვენ ალბათ უფრო დროულად უნდა გამოვიძიოთ და სასამართლომ გადაწყვიტოს ეს თემა. რაც შეიძლება დროულად უნდა მივიყვანოთ ყველა გამოძიება ბოლომდე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

წყარო: “რეპორტიორი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები