დავით ნარმანია: მერიიდან უსაფუძვლოდ არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა

დედაქალაქის მერიიდან უსაფუძვლოდ არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უკვე გამოცხადებულია ატესტაცია და მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია.
„თბილისის მერიიდან უსაფუძვლოდ არავინ გათავისუფლებულა. ჩვენ ვიცავთ იმ ძირითად ნორმებს, მოთხოვნებს და მიდგომებს, რაც კანონმდებლობას აქვს. ატესტაცია უკვე დავგეგმეთ. უახლოეს დღეებში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცდება და ამ პროცესს უკვე ძალიან სწრაფად დავიწყებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები