„ვინც ქვეყანას დესტაბილიზაციას საფრთხეს შეუქმნის, წინააღმდეგობას გავუწევთ“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ცენტრის” თავმჯდომარე, მსახიობი გია კორკოტაშვილი ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
როგორც მან „თავისუფალი ზონის“ ოფისთან აქციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ქვეყანას დესტაბილიზაციას შეუქმნის, მზადაა, წინააღმდეგობა გაუწიოს.
„ჩვენ მშვიდი და წყნარი ცხოვრება გვინდა, რომ ახალი სახელმწიფო ავაშენოთ. ვინც ამაში ხელს შეგვიშლის და დესტაბილიზაციის საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას, ხელისუფლებასთან ერთად, მზად ვართ, წინააღმდეგობა გავწიოთ, ხოლო ხელისუფლებას მოვუწოდებ, ცოტა მეტი მოქმედება და აქტივობა გამოჩინოს, რადგან ვხედავთ, რომ „თავისუფალი ზონის“ მსგავსი ელემენტები უკვე გააქტიურდნენ“, – აღნიშნა კორკოტაშვილმა.
“თავისუფალი ზონის” ოფისთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს “თავისუფალი ზონა” მართავს, მეორეს – “თავისუფალი თაობა”. აქციებზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. “თავისუფალი ზონის” ოფისთან შეკრებილნი არიან თავად ორგანიზაციის და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები