26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ჩაიკეტება „რაზდახანის“ და „პერევის“ საგუშაგოები.
შესაბამისი გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ ოპერატიულ სხდომაზე იქნა მიღებული.
ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პრესსამსახურის განმარტებით, ე.წ. საზღვარი „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით“ იკეტება.