მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს რაიმე სახის გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტურაში და საბოლოოდ ყველა ბინძურ და კრიმინალურ საქმეზე მოაწერინეს ხელი

,,გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მისი გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინა, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, თავიდან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს პოზიტიური ენთუზიაზმიც კი ჰქონდათ, მაგრამ, ერთბაშად მიღებული, უდიდესი ძალაუფლებით გაბრუებული ახალგაზრდა ადამიანები, მართვის იმ მეთოდებს იყენებდნენ, რასაც კარნახობდნენ.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს რაიმე სახის გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტურაში, ამ გარემოებამ კი, შესაძლოა “ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესში მათთვის შემამსუბუქებელი როლიც კი ითამაშოს.

„ახალგაზრდების ამ ჯგუფმა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს შესაძლოა თავიდან პოზიტიური ენთუზიაზმიც ჰქონდათ, საზოგადოებისა და ქვეყნის მართვა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, ერთბაშად მიღებული, უდიდესი ძალაუფლებით გაბრუებული, გამოუცდელი ადამიანები იყენებდნენ მართვის მარტივ, მაგრამ უსასტიკეს მეთოდებს, რასაც კარნახობდნენ. წამება, მკვლელობა, დაშინება, ბიზნესის რეკეტი, ხალხის დამონება და ზომბირება – ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობა“ სწორედ პატრონების კარნახით, ხელისუფლების გასამყარებლად და შიშის დასათესად აკეთებდა. ამას მოჰყვა 7 ნოემბერი, ქართველი ხალხის პროტესტი და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მარცხის მიუხედავად, სააკაშვილმა გამარჯვებად გაიფორმა და შემდეგ ქვეყანა ომის ქარცეცხლში გახვია.
ცხადია, არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს რაიმე სახის გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტურაში და საბოლოოდ ყველა ბინძურ და კრიმინალურ საქმეზე მოაწერინეს ხელი. ცალსახაა, რომ სააკაშვილს და მისი ბანდის წევრებს 2003 წელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად მძიმე დავალებების შესრულება მოუწევდათ, ამიტომ ამ გარემოებამ შესაძლოა “ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესში მათთვის შემამსუბუქებელი როლიც კი ითამაშოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები