ირაკლი კირცხალია – „გორბის“ კვლევაზე: ეს არის ციფრებში გამოხატული ის ნდობა და საზოგადოების ის დაკვეთა, რაც დღეს ქვეყანაშია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია “გორბის” კვლევას კიდევ ერთხელ აფასებს.
დეპუტატის თქმით, კვლევის შედეგი არის საზოგადოების მხრიდან ციფრებში გამოხატული ნდობა.
„ეს არის ციფრებში გამოხატული ის ნდობა და საზოგადოების ის დაკვეთა, რაც დღეს ქვეყანაშია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი აძლევს ხმას ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და საზოგადოების უდიდესი ნაწილი აძლევს ხმას ქვეყნის სუვერენიტეტს. საზოგადოების უმეტესი ნაწილი აძლევს ხმას იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მიიღება ეროვნული და სუვერენული გადაწყვეტილებები“, – ამბობს კირცხალია.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.