ყაზბეგში რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა
ყაზბეგში რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ცნობით, ორი მთამსვლელი მყინვარწვერის გზაზე იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.