ჯეიმს ო’ბრაიენი: შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებებს და საქართველოს ევროპას აშორებს
შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი პლატფორმა X-ზე წერს.
„შეერთებული შტატები ყოველთვის ხმას ამოიღებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ყველასთვის“, – წერს ჯეიმს ო’ბრაიენი.