“ბევრი სისულელე ილაპარაკა პრეზიდენტმა და ეს უფრო საინტერესო იქნება, ჩემი აზრით, ვიდრე ის,დაარღვია თუ არა, მან გერმანიის კანონმდებლობა” – ხვიჩია

“მე არ ვიცი, საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიაში რაღაცის ლაპარაკით გერმანიის კანონმდებლობა დაარღვია თუ არა, თუ დაარღვია ე.ი. ცუდია გერმანიის კანონმდებლობა”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

“ამ შეხვედრებს ჩვენი მეგობრები ესწრებოდნენ და ბევრი სისულელე ილაპარაკა პრეზიდენტმა და ეს უფრო საინტერესო იქნება ჩემი აზრით, ვიდრე დაარღვია თუ არა, მან გერმანიის კანონმდებლობა,” – აღნიშნავს ხვიჩია.

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ 29 სექტემბერს ბერლინში, მოქალაქეებთნ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა წინასაარჩევნო აგიტაცია იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები