ირანის უზენაესი ლიდერი – “იმისათვის, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებმა მშვიდად იცხოვრონ, დასავლეთი რეგიონიდან უნდა გაქრეს

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ რეგიონულ დაძაბულობასა და ომში აშშ და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა დაადანაშაულა. მისი თქმით, ისინი ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მოაქვთ,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ხამენეიმ განაცხადა, რომ დასავლეთი რეგიონიდან უნდა „გაქრეს“, რათა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა მშვიდობიანად იცხოვრონ.

ამასთან, ირანის უზენაესმა ლიდერმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას დაღუპვას გლოვობს, თუმცა თეირანში ელიტის ჯგუფთან შეხვედრა არ გადადო, რადგან, მისი თქმით, ირანის გლოვა  მამოძრავებელი ძალაა.

შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტის გასროლის ბრძანება აიათოლა ალი ხამენეიმ გასცა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი ქვეყნის შიგნით უსაფრთხო ადგილზე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები