ევროკავშირი ისრაელზე ირანის თავდასხმას გმობს

ევროკავშირი ირანის თავდასხმას ისრაელზე გმობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. არსებობს საფრთხე, რომ თავდასხმებისა და მათზე საპასუხო ქმედებების სახიფათო ციკლი კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს. ევროკავშირი კვლავ ემხრობა რეგიონული ომის თავიდან აცილების მცდელობებს“, – წერს ბორელი.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები