რეპერ ფი დიდის სექსუალურ ძალადობაში 100-ზე მეტი ადამიანი ადანაშაულებს

100-ზე მეტი ადამიანი აპირებს, რომ რეპერ შონ კომბს (ფი დიდის) სექსუალური შევიწროებისთვის, გაუპატიურებისთვის და სექსუალური ექსპლუატაციისთვის უჩივლოს,- ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემა ინფორმაციას ამერიკელ ადვოკატ ტონი ბაზბიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მოსარჩელეების ინტერესებს წარმოადგენს. მისივე თქმით, მსხვერპლების ნაწილი არასრულწლოვანია, ერთ-ერთი კი აცხადებს, რომ დანაშაული მის წინააღმდეგ მაშინ ჩაიდინეს, როდესაც ის 9 წლის იყო.

ადვოკატის განმარტებით, ის ჯამში 120 ადამიანის ინტერესებს წარმოადგენს, აქედან 25 არასრულწლოვანია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „დიდის“ სექსუალურ შევიწროებაში არასრულწლოვანები ადანაშაულებენ.

კომბსის ადვოკატმა, ერიკა ვულფმა კი განაცხადა, რომ რეპერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მათ სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს. ადვოკატის თქმით, ის მოუთმენლად ელის თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას და სასამართლოს გამართლებას, სადაც სიმართლე დადგინდება მტკიცებულებებზე და არა სპეკულაციებზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რეპერი გასულ კვირას დააკავეს. მას ბრალად რეკეტი და სექსტრეფიკინგი ედება. დიდის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები