გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველთა ბარათები ორ ეტაპად რიგდება, რაც დამატებითი შესაძლებლობაა, თუ ამომრჩეველმა საკუთარ თავი ონლაინ სერვისებით არ გადაამოწმა, ბარათების მეშვეობით გადაამოწმოს

ამომრჩეველთა ბარათები ორ ეტაპად რიგდება, რაც არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველი საკუთარ თავს თუ ონლაინ სერვისებით არ გადაამოწმებს, ამ ბარათების მეშვეობით უზრუნველყოს ინფორმაციის გადამოწმება, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ბარათების დისტრიბუციის და კარდაკარის პრინციპით დარიგებაში მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და ეს შრომა მათზე გადადის.

„საინფორმაციო ბარათზე დატანილია ინფორმაცია, როდის იმართება არჩევნები, სად უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა, როგორ უნდა გადაამოწმოს თავისი მონაცემები და ა.შ. ძირითადად, მისი დარიგების დრო არის საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო საათები, რა დროსაც შეიძლება, ადამიანთა უმეტესობა ასევე იყვნენ დაკავებულნი. ეს ხშირ შემთხვევაში იწვევს იმას, რომ ვერ ვახერხებთ ამ ბარათების კარდაკარის პრინციპით სრულად დარიგების უზრუნველყოფას, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველს რამენაირად უზღუდავს არჩევნებში მონაწილეობას. ეს უბრალოდ, არის ინფორმირების დამატებითი მექანიზმი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები