“სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში შემოგდებულია, როგორც „ტროას ცხენი“, რათა შიგნიდან გაავრცელოს ვირუსი, რასაც შემდეგ ორგანიზმის დასუსტება შეუძლია” – იაგო ხვიჩია

“სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში შემოგდებულია, როგორც „ტროას ცხენი“, რათა შიგნიდან გაავრცელოს ვირუსი, რასაც შემდეგ ორგანიზმის დასუსტება შეუძლია. ქარტიაც ასეთი იყო”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა პარტნიორებიც შეცდომაში შეიყვანა.

„არ ვიცი, ეს უცხოელებმა შემოაგდეს თუ ზურაბიშვილმა, მაგრამ იმისთვის, რომ უაზრო დოკუმენტი შემოიტანო და მთელ ოპოზიციას ხელი მოაწერინო, ხოლო როცა არ სრულდება, თქვა, რომ ეს ვიღაცის ბრალია, ამაზე „ქოცური“ საქმე რა უნდა იყოს? სასაცილო ქარტია შემოაგდეს და ზოგმა ხელი ისე მოაწერა, შინაარსს არც კი იცნობდა. სალომე ზურაბიშვილმა პარტნიორებიც შეცდომაში შეიყვანა, რადგან ტექსტი კარგად რომ გვეთარგმნა, ისინი მიხვდებოდნენ, რომ ეს ტექსტი ოპოზიციას ვერ გადაარჩენს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები