ნათია თურნავა Narodowy Bank Polski-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, მარტა ქაითლის შეხვდა

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა Narodowy Bank Polski-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, მარტა ქაითლის შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრალურ ბანკებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს.

“ნათია თურნავამ პოლონეთის ცენტრალური ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების პროცესიც განიხილა.

პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და პროცესების დაჩქარების მიზნით კი, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა პოლონეთის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები