,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ასპინძის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ასპინძის სოფლების: რუსთავის, ხიზაბავრას, ოშორას, ოთასა და დამალას მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.

„ჩვენი გუნდის ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ეროვნული ამოცანების წარმატებით გადაჭრა,“-განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები