მარკ რუტემ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

ნიდერლანდების ექსპრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.

რუტემ, იენს სტოლტენბერგი შეცვალა, რომელიც ალიანსს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების, უნგრეთის, თურქეთისა და სლოვაკეთის უთანხმოების დაძლევის შემდეგ, რუტეს კანდიდატურას ყველა მოკავშირემ დაუჭირა მხარი.

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც რუტე და სტოლტენბერგი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ახალი გენერალური მდივანი თანამდებობაზე მინიმუმ მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება, მისი უფლებამოსილების ვადა, შეიძლება, ყველა მხარის თანხმობით გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები