29 სექტემბერს სამტრედიაში პირველად, ქალაქის მთავარი დღესასწაული ,,სამტრედიობა” დამკვიდრდა და მასშტაბური ღომისძიებებით აღინიშნა
29 სექტემბერს სამტრედიაში პირველად, ქალაქის მთავარი დღესასწაული , ,,სამტრედიობა” დამკვიდრდა და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში პირველად, მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის მხარდაჭერით სახალხო დღესასწაული „სამტრედიობა ” გრანდიოზულად აღინიშნა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გასართობი სანახაობები, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ქუჩის კარნავალი, ანიმატორების შოუ. გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები.
„სამტრედიობა 2024″-ის დასასრულს მოეწყო გალა-კონცერტი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სამტრედიის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.