ალექსი პეტრიაშვილი: სიყვარულს ვგრძნობ, ეს მაძლიერებს
არასდროს არ დამავიწყდება , 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხი როგორ ულოცავდა ერთმანეთს – “ხალხო! გადავრჩით! გადავრჩით!” , – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მინისტრის თქმით, ის საზოგადოებისგან სიყვარულს გრძნობს, რაც მას აძლიერებს და ახალი, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის საკეთებლად მუხტავს.
„არასდროს არ დამავიწყდება, 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხი როგორ ულოცავდა ერთმანეთს: “ხალხო! გადავრჩით! გადავრჩით!” არ უნდა მიიყვანო საქმე იქამდე, რომ არჩევნების დღეს ხალხი იმ განწყობით მივიდეს, გადავრჩებით თუ არა. ღმერთმა გვაშოროს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: შეიძლება რაღაც ვერ მოვასწარით, რაღაც სწორად და დროულად ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მე ქუჩაში, მაღაზიაში, ბაზარში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დავდივარ, წყენასაც ვისმენ, საყვედურსაც ვისმენ, მაგრამ ზიზღის (თუ ერთ კონკრეტულ მცირე მარგინალურ ჯგუფს არ ჩავთვლით) მაგივრად რომ სიყვარულს ვგრძნობ, ეს მაძლიერებს და საოცრად მმუხტავს ახალი, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის საკეთებლად“, – წერს პეტრიაშვილი.