გიორგი მარგველაშვილი გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “თავისუფალი ზონის„ ოფისში მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება. როგორც პრეზიდენტის აღნიშნავს, პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე, ასევე განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია.
გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტს სწრაფად მოყვება სათანადო რეაგირება და სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანად გამოიძიებს მომხდარს. “მინდა გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ინციდენტს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დემოკრატიული ქვეყნისა და საზოგადოების პრინციპებს. პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე, ასევე განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია. ამ სისტემას ვამსხვრევდით წლების განმავლობაში და მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა ხდებოდეს, მით უფრო დაუშვებელია ახალგაზრდების ჩაბმა პოლიტიკურ დაპირისპირებაში. იმედი მაქვს, აღნიშნულ ფაქტს სწრაფად მოყვება სათანადო რეაგირება და სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანად გამოიძიებს მომხდარს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხოლო პოლიტიკოსებმა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის“-აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები