“იმედი მაქვს, რომ “ევროპის სახალხო პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ჭორებს არ გაითვალისწინებს” (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებული რეზოლუციის ის ტექსტი, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, შეიცვალა.
“ჩემი ინფორმაციით, ეს რეზოლუცია შეიცვალა. იცით, რომ ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა იქ არის წარმოდგენილი. მიმაჩნია, რომ ჩვენი დელეგაცია ყველა კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც არსებობს, მაგრამ ასევე ძალიან აქტიურობენ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მთავარი დასაყრდენი პოლიტიკური ძალა – “ევროპის სახალხო პარტია”. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში სხვა რეალობაა და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მმართველი ძალა ამ რეალობის წარმოჩენას შეძლებს. იმედი მაქვს, რომ “ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი თუ სხვა… “ნაციონალური მოძრაობის” ჭორებს და უსაფუძვლო ბრალდებებს არ გაითვალისწინებენ“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს და “არაფერი დასამალი არ აქვთ”.
“კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო – დღეს არავინ დგას კანონზე მაღლა და არავინ იდგება. სწორედ ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ კანონის უზენაესობას”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=UaoFTd1rcBI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები