გამჭვირვალე და დახურული სახელმწიფო უწყებები – კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დასახელდა“ – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2013-2014 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების გამჭვირვალობას ამოწმებდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დასახელდა.
ინსტიტუტის შეფასებით კვლევის პერიოდში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი მიიღო. ორგანიზაციის მიერ 2013 წლიდან 2014 წლის ივლისამდე ჯამში 61 საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საქვეუწყებო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა. IDFI-ის კვლევაში წერია, რომ 61 უწყებიდან ყველაზე გამჭვირვალე სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ოგანიზაციები იყვნენ. კერძოდ, ინფორმაციისყველაზე მაღალი ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი (96,25%) საქართველოს რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებებმა მიიღეს. გამჭვირვალობის კუთხით მეორე და მესამე ადგილზე საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს (95,56%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს(94,53%) დაქვემდებარებული უწყებებია. კვლევის პერიოდში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ 4 უწყებას – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ორგანიზაციამ სულ 67 მოთხოვნა გაუგზვანა. სამინისტროს სამმა უწყებამ, 10 დღიანი ვადის დაცვით, ყველა მოთხოვნაზე სრული პასუხი გასცა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მაისში, IDFI-ის მიერ განოხრციელებული კვლევის შედეგად უშუალოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი მიიღო. ასევე შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტრო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ერთ-ერთ გამჭვირვალე უწყებად დასახელდა რის გამოც სპეციალური ჯილდო – „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ – გადაეცა.
გასული წლის დეკემბერში კი კიდევ ერთი ჯილდო ინფორმაციის საჯაროობისთვის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისგან მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები